Tuesday, 22 July 2014

მოდული 8

ვიმუშავე ბლოგზე, შევცვალე ბლოგის სტრუქტურა, დავამატე გაჯეტები: ტექსტის, სურათის, ბლოგის სტატისტიკის. ჩემი პროექტის პორტფოლიო გავაზიარე დისკიდან და გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვისწავლე Youtube.com-დან ვიდეოს გაზიარება ბლოგზე.



მოდული 7

ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებზე. გამოვიყენე უკვე ნასწავლი პორტფოლიოს ჩეკლისტები და პორტფოლიოს რუბრიკა

მოდული 6

ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმუშავე პორტფოლიოს რუბრიკის შექმნაზე.შევქმენი კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. შევქმენი ტექნოლოგიური ცხრილები.

Saturday, 12 July 2014

მოდული 5

გავეცანი ელ.წიგნიდან მოსწავლის შეფასების რუბრიკას.მოვახდინე მოდიფიცირება მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე ჩემი მოსწავლის შესაფასებელ ბუკლეტს. ვიმუშავე google-s დისკზე.

მოდული 4

ვისწავლე, როგორ შევაქმნევინო მოსწავლეს პროექტის რესურსი- ბუკლეტი, რომელიც უპასუხებს პროექტის მიზანს და შეესაბამება რეალურ ცხოვრებას.  გამოვიყენე უკვე ნასწავლი- ინტერნეტში სურათების მოძიებისა და გადმოწერის მეთოდი.

მოდული 3

დავათვალიერე  მასალების  გამოყენების  გზამკვლევი, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და მოსწავლემ საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. ვისწავლე, თუ როგორ უნდა მიუთითო გამოყენებული ლიტერატურა სხვადასხვა ფორმატით
გავეცანი პრეზენტაციას-საავტორო უფლებების ქაოსი. ელ.წიგნიდან გადმოვწერე საავტორო უფლებები MLA და APA
ვისწავლე ბლოგის შექმნა, ბლოგზე ფონის დაყენება, სურათის ჩასმა, ფურცლის დამატება, ინსტრუმენტული ზოლის გამოტანა, ვიმუშავე მოსწავლის ნამუშევრის რუბრიკის შექმნაზე

Sunday, 6 July 2014

მოდული 2

ვიმუშავე პროექტის შინაარსზე, გავეცანი  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მოვარგე ჩემს პროექტს, მოვძებნე სტანდარტები და მოვარგე  ჩემს  პროექტს, ვიმუშავე პროექტის მიზნებსა და შედეგებზე, ვიმუშავე  მიმართულების მიმცემ კითხვებზე, ვიმუშავე პრეზენტაციაზე, ვისწავლე დრაივზე შენახვა საქაღალდის.