ვიმუშავე ბლოგზე, შევცვალე ბლოგის სტრუქტურა, დავამატე გაჯეტები: ტექსტის, სურათის, ბლოგის სტატისტიკის. ჩემი პროექტის პორტფოლიო გავაზიარე დისკიდან და გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვისწავლე Youtube.com-დან ვიდეოს გაზიარება ბლოგზე.
Tuesday, 22 July 2014
მოდული 7
ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებზე. გამოვიყენე უკვე ნასწავლი პორტფოლიოს ჩეკლისტები და პორტფოლიოს რუბრიკა
მოდული 6
ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმუშავე პორტფოლიოს რუბრიკის შექმნაზე.შევქმენი კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. შევქმენი ტექნოლოგიური ცხრილები.
Saturday, 12 July 2014
მოდული 5
გავეცანი ელ.წიგნიდან მოსწავლის შეფასების რუბრიკას.მოვახდინე მოდიფიცირება მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე ჩემი მოსწავლის შესაფასებელ ბუკლეტს. ვიმუშავე google-s დისკზე.
მოდული 4
ვისწავლე, როგორ შევაქმნევინო მოსწავლეს პროექტის რესურსი- ბუკლეტი, რომელიც უპასუხებს პროექტის მიზანს და შეესაბამება რეალურ ცხოვრებას. გამოვიყენე უკვე ნასწავლი- ინტერნეტში სურათების მოძიებისა და გადმოწერის მეთოდი.
მოდული 3
დავათვალიერე მასალების გამოყენების გზამკვლევი, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და მოსწავლემ საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. ვისწავლე, თუ როგორ უნდა მიუთითო გამოყენებული ლიტერატურა სხვადასხვა ფორმატით
გავეცანი პრეზენტაციას-საავტორო უფლებების ქაოსი. ელ.წიგნიდან გადმოვწერე საავტორო უფლებები MLA და APA
ვისწავლე ბლოგის
შექმნა, ბლოგზე ფონის დაყენება, სურათის ჩასმა, ფურცლის დამატება, ინსტრუმენტული ზოლის
გამოტანა, ვიმუშავე მოსწავლის ნამუშევრის რუბრიკის შექმნაზე
Sunday, 6 July 2014
მოდული 2
ვიმუშავე პროექტის
შინაარსზე, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
და მოვარგე ჩემს პროექტს, მოვძებნე სტანდარტები და მოვარგე ჩემს პროექტს, ვიმუშავე
პროექტის მიზნებსა და შედეგებზე, ვიმუშავე მიმართულების
მიმცემ კითხვებზე, ვიმუშავე პრეზენტაციაზე, ვისწავლე დრაივზე შენახვა საქაღალდის.
Saturday, 5 July 2014
მოდული1
გავეცანი ელექტრონულ
წიგნს, შევქმენი საქაღალდეები. ელექტრონული ვერსიიდან
გადმოვწერე ბუკლეტის შაბლონი. ინტერნეტიდან გადმოვწერე სურათები და ჩავსვი შაბლონში. ვისწავლე
ბუკლეტის შექმნა. შევქმენი ბუკლეტი პროექტებით სწავლაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)